WTF ბოტები, გაბოტებულები, გაბუტულები და გაბოროტებულები ჩელე არ ვიცი ადრე როგორ იყო, იქნებ არტაგის მომხრეები მოსახლეობის ყველა პროტესტს აბა რომაელების ბატონობა გერჩივნათ ხალხოო პასუხობდნენ ან დავითის მოწინააღმდეგეებს სულ ყივჩაღებით აშინებდნენ, შეიძლება საბჭოეთში პრეტენზიის მქონეებს, აბა მეფის დრო იყო უკეთესიო, ეკითხებოდნენ... არა ეს უკანასკნელი ვიცი, საბჭოეთში პრეტენზიის გამომთქმელებს ძირითადად ხვრეტდნენ. სად რა მოხდა ჩილეში? ანუ კაპიტალიზმის 4 მხედარი ჩელე 1970 წელს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები ჩილეში, სადაც ხმების 36.2 პროცენტი აიღო კანდიდატმა სახელად სალვადორე ალიენდე, მართალია ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელი იყო, თუმცა შედარებისთვის მეორე ადგილოსანმა ხორხე ალესანდრიმ ხმების 34.9 პროცენტის შეგროვება შეძლო. რატომ რატომ არ ვარჯიშობთ? ჩელე ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ფრაზა ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ. შემდეგ სხვა არხზე გადაგირთავთ და დორიტოსის ჭამა გაგიგრძელებიათ. დორიტოსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ჯანქ ფუდი რომ არ არსებობდეს, ცხოვრება ბევრად მოსაწყენი იქნებოდა. რატომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის BAD TRIP-ი ჩელე ტაქსების გაქათქათების რეფორმას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მერმა ჯერ თქვა ფასები არ გაზრდილაო, შემდეგ კი მერე რა თუ გაიზარდა, მშვენიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვაქვს და იმგზავრეთ, რა პრობლემააო… OMG ულიცენზიო ტაქსი ანუ ჭიჭიკო ჩელე ჩემთვის საბჭოთა კავშირი ბნელ წარსულთან ასოცირდება, რაღაც ცუდთან და მტკივნეულთან… მართალია ისეთ ადამიანებსაც ნახავთ, რომლებიც გეტყვიან რას ამბობ ძმაო მაშინ კანფეტი უფრო გემრიელი იყოო, მაგრამ დიდ დროს ნუ დახარჯავთ მათზე, ვისაც თავისუფლებას ფოჩიანი კანფეტი ურჩევნია… როგორ შურისმაძიებლები: დასასრული (FAN THEORIES) ჩელე დროა იმ თეორიებზე ვისაუბროთ, რომლებსაც თითოეული მარველის ფილმის გამოსვლამდე გვთავაზობენ ხოლმე მარველის ფანები. WTF „ეკატერინე მეორე ცხენთან სექსის დროს დაიღუპა“ და კიდევ 6 მითი, რომელიც სიმართლე გეგონა ჩელე იოზეფ გებელსს, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრს, უთქვამს, თუკი საკმარისად დიდ ტყუილს იტყვი და შემდეგ მის გამეორებას გააგრძელებ, ხალხი მალე ამ ტყუილს დაიჯერებსო. რატომ ქურდული სამყარო ჩელე ორი ფოლადის არგუმენტი არსებობდა ჩემი ბავშვობისას: “ტელევიზორში ვნახე” და “კაი ბიჭს აქვს ახსნილი”. მართალია, ეკრანიდან მომზირალ, “კოსწიუმში” გამოწკეპილ ადამიანებს დიდი ლეგიტიმაცია ჰქონდათ, თან იმავე ეკრანზე ჩვენს საყვარელ მულტფილმებსა თუ ფილმებს ვუცქერდით, თუმცა კაი ბიჭი კაი ბიჭია რა, თუ თქვა, ზნაჩიტ, ეგრეა.