ტყუილს ბევრი ბოტი აქვს

22 მარტი 2022

ანუ როგორ იყენებენ Fake account-ებს სიმართლის დასაფარად

 

ფეიქ ნიუსები რომ სულ თემაა, ეგ ჩემი თამაშიდანაც კარგად გეცოდინება. 

ისე, ფბ-ს თუ ჩასქროლავ, ინსტაგრამს ასქროლავ და ტვიტერსაც მიახმარ, ამ ამბავს შენითაც კარგად დაამუღამებ. 

მე პირადად, ჩემს დიდ თავზე გამომიცდია - სიცხის დროს დიდ ფეიქ ნიუსს რომ მატყეპებს ხოლმე დედაჩემი კომბოსტოს სახით 

 

აი, რანაირად უნდა მიშველოს მაგან? არ ვიცი. მთხლიშე რა პირდაპირ ნუროფენი, თუ პარაციტამოლიი.
 

ენივეის.

 

ჩემი ყოფითი პრობლემები იქით იყოს და ყველამ ვიცით დღეს მთავარი ფეიქ ნიუსები რა თემასაც უკავშირდება - გაგანია ომია. 

ჩემი საყვარელი პოდკასტერის poll-ი ვნახე (კანადელია და კითხვა დასვა ინსტაზე) - აბა, ხალხო, რას ფიქრობთ ამ ომზე, რა ხდებაო.

 


გამოვშტერდი!

 


დასავლეთი რომ დასავლეთია, იქაც ზოგს ჰგონია რომ

  • არააა რა ომიი
  • უბრალო პროპაგანდაა
  • რუსეთმა იმიტომ დაიწყო ომი, რომ ეგრე იყო საჭირო
  • და ათასი სისულელე

 

როგორც ჩანს ტყუილებს ყველა თანაბრად ვყლაპავთ.

 

მოვარესერჩე მერე კარგად და აი, რაები გავარკვიე:

 

ფეიქ ნიუსების გავრცელებაში ბობოლა როლი ჰქონიათ ტროლ-ბოტებს. ეს ომი ყველას ემოციებზე ხომ ძაან მოქმედებს, ჰოდა ერთი ტყუილი პოსტი და ვსო, მარტივად ტრიგერდები და ეგრევე ყველა ამბავი ერთი ფერისაა, ან ტყუილია ან მართალი. 

 


თვითონ რუსეთში რა ხდება?


ერთი მხრივ სანდო ინფორმაციაზე წვდომას ზღუდავს სახელმწიფო, მეორე მხრივ კი - დეზინფორმაციით ავსებს კიბერსივრცეს. 

 

ერთი პლატფორმაა - Cyabra, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებას აკონტროლებს.  

115K ექაუნთი გაფაქტა, ფბ-სა და ტვიტერზე დეზინფორმაციის გავრცელებაში. 

14 თებერვლიდან მოყოლებული- აი, უკვე რომ ტრიალებდა ჰაერში დაძაბულობა- კი, უკრაინის მიმართ ნეგატიურმა კონტენტმა იმატა- და როგორც Cyabra-მ თქვა, უმეტესი ნაწილი არაავთენტური პროფილებიდან, ე.წ. ფეიქ ექაუნთებიდან იყოო (აქედან ზოგი ბოტია, ზოგიც ტროლი). 

 

ფბ-ზეც და ტვიტერზეც, უკრაინასთან დაკავშირებული ნეგატიური ნიუსების 50% ბოტების დატრიალებული იყო- დაწერდნენ ერთ ტყუილს, ამაზე ხალხი ან სხვა ბოტები რეაგირებდნენ და ასე ვრცელდებოდა ფეიქები.

ჰოდა, ყველაზე კაი ვარიანტია, რამე ინფოს რომ ნახავ, წყაროს კარგად დააკვირდე- დასტალკე ვინ წერს, რა ცხოვრებით უცხოვრია ფბზე, მანამდე რა ნიუსებს აზიარებდა, ფოტოები უდევს საერთოდ? რამდენად ჩანს ლოგიკური ბმა პოსტებში? თვალისთვის მარტივად დასანახი ხარვეზები ბოტებს ხშირად ახასიათებთ. შეიძლება, ტროლის ხელიც ერიოს- ამ შემთხვევაში, ტროლი ადამიანია და არა ავტომატიზებული პროფილი- თუმცა შედეგი მაინც მსგავსია. ხალხის ემოციური დატრიგერება, დეზინფორმაციის გავრცელება. 

მერე სხვების კომენტარებსაც დააკვირდი პოსტზე, რა ხალხი წერს, ყველას ერთი რეაქცია აქვს? ხოიცი, ზოგჯერ საკუთარ თვალსაც არ უნდა ენდო.

ჩემს ახალ ქრაშზე- ზელენსკიზეც ვრცელდებოდა ინფოები, ბუნკერშიაო, დატოვა უკრაინაო. წარმოიდგინე, უკრაინელი ხარ უკრაინაში, შუა დაბომბვისას და ამ დროს გესმის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვაო. ხომ ძალიან იმოქმედებს ხალხის განწყობაზე? დემორალიზაცია ჰქვია ამას.  მეტიც არ უნდა მტერს, მთავარია ემოციებზე დაგარტყას და თავი მიტოვებულად გაგრძნობინოს მაშინ, როდესაც თავს უსაფთხოდაც ვერ გრძნობ. 

ჩემს მეორე ქრაშზე- ანონიმუსზეც იდო, სინამდვილეში რუსეთის აგენტიაო. მარა ეს რუსეთის აგენტობა მაგარი გოიმობაა რა. 

მოვიკვლიე, თვითერზეც შემხვდა მსგავსი პოსტები, გავყევი, გავყევი, და- ჩემი ანალიზით, ანონიმუსები კარგი ტიპები არიან და არა რაიმე სისტემის აგენტები. რა ვიცი აბა, რუსეთის აგენტი თუ თვითონ რუსეთის მნიშვნელოვან ვებ-გვერდებს თიშავს, თავად რუსეთის აგენტების სიას აქვეყნებს და 12 წუთის განმავლობაში რუსეთის ყველაზე დიდ სატელევიზიო ნეთვორქებს იგდებს ხელში … მაშინ, ბევრ ასეთ აგენტზე ვიოცნებოთ. 

მოკლედ, იმისთვის, რომ დეზინფორმაციისგან თავი დავიცვათ, მე დავითა, ვფიქრობ, რომ კრიტიკულ აზროვნებას უნდა მივეჩვიოთ ნელ-ნელა. ესაა ჩემი კომენტარი.

 

ასე რომ, აბა, თან ვიფიქროთ ხოლმე. 

 

დავითა the destroyer of fakes