OMG

The Cure - მუსიკალური წამალი

13 აპრილი 2023

Cure ცოტა ხნის წინ ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მომასმენინა. In between Days ,გამომიგზავნა და რამდენიმე დღე მარტო ეგ სიმღერა მქონდა აჩემებული. ზოგადად, Cure-ს ეგეთი სიმღერები აქვს. ერთხელ მოისმენ და თავში გეჭედება. ოღონდ ეგ აი რაღაც სასიამოვნო გაჭედვაა რა. არ გეშვება, მარა თითქოს არც გინდა, რო გაგეშვას. მოკლედ, ძაან გამისწორდა ეს ბენდი და იმ ადამიანსაც მაგრად გაუხარდა, ესე რო მომეწონა. და მერე ჰო იცით, როგორც ხდება. რო იცი, რო ვიღაც ადამიანს ასე მაგრად უყვარს რაღაცა და ისიც ძაან მაგრად უხარია, შენ რო მოგწონს, მერე ორმაგად გიყვარდება ეგ ბენდი, არტისტი თუ რაც არ უნდა იყოს. ჰოდა, ამით იმის თქმა მინდა, რო ეს სტატია მაგ ძაან კარგ ადამიანს ეძღვნება იმიტო, რო ამ ბენდზე დაწერის იდეაც მაგ ადამიანს ეკუთვნის. იმედია, მოეწონება. 


 

 

რობერტ სმითი 

 

რობერტ სმითი Cure-ის, ეგრედ წოდებული, frontman-ია. მთავარი songwriterი და ინგლისური ბენდის ერთადერთი უცვლელი წევრი. რობერტის ფოტო პირველად რო ვნახე, ცოტა შემეშინდა. გაბურძგნული თმა, სპეციალურად ცუდად წასმული წითელი პომადა (რომელიც სხვათშორის სარკეზე აქვს ჩამოკიდებული, რო სახლიდან გასვლის წინ უცებ წაისვას), ჩაშავებული თვალები და ძაან ძაან გაფითრებული კანი რომელიღაც ჰორორის პერსონაჟს მოგაგონებს, მაგრამ სინამდვილეში რობერტის stage look-მა ძაან დიდი გავლენა მოახდინა იმ დროისთვის ახალ გაჩენილ ჟანრზე - გოთიკურ როკზე და იმ სუბკულტურებზე, რომლებიც ამ ჟანრის გარშემო შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რო გოთიკური კულტურის განვითარებაში Cure-ს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, თავად რობერტი არასოდეს თვლიდა Cure-ს გოთიკურ ბენდად.  მაგრამ მაგას პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს?! 

 

მე მაგალითად რობერტის ეს გაბურძგნული თმა მაგრად ნერვებს მიშლიდა თავიდან, მაგრამ მერე მივხვდი, რო მთელი მუღამიც ეგაა რა. უნდა გიშლიდეს ნერვებს იმიტო, რო დაწყობილი სოციუმის სტანდარტებისგან გვერდზეა გამდგარი და მაგას უნდა დაუმუღამო. თავისი ლუქის წყალობით რობერტი 80-იანი წლების მუსიკის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე iconic წარმომადგენელია. 

 

 

Cure new wave-ის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია და აი ის სტილი როგორშიც რობერტი მღერის მერე ძაან ბევრმა “გადაიღო”. მე მაგალითად ვგიჟდები რობერტის რაღაცნაირ მოწვრილო და ნათელ ხმაზე. აი, რაც არ უნდა იმღეროს, ყველაფერი მომეწონება. მაგის მიზეზი კიდე მგონი ისიცაა, რო ჩემი საყვარელი ბენდის twenty one pilots-ის frontman-ის ტაილერის ხმას მაგონებს და ეგ ორმაგად უფრო მაყვარებს, მაგრამ ნუ მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რატო და როგორ, მთავარი ისაა, რო მაგრად მიყვარს, 

 

 


 

 

 

Cure-ის Funeral Party-ური სიმღერები

 

ზოგადად, ჩემთვის ძაან ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმღერის ლირიქსს. Cure-ის ლირიქსებმა კიდე იმით მიიქცია ჩემი ყურადღება, რო რობერტის გაფითრებულ სახესა და წითელ პომადას შორის როგორი კონტრასტიც არის, ეგეთი კონტრასტია მათი ტრეკების ლირიქსსა და მელოდიას შორის. Cure-ის მელოდიები ისეთი რაღაცნაირად ნათელი და მხიარულია მოსმენისას მეც კი ცეკვა მინდება, ადამიანს, რომელიც 1-2 შოთის გარეშე სხეულის ვერც ერთ ნაწილს ვერ ამოძრავებს. აი ლირიქსი კიდე ბევრად უფრო მძიმე და სევდიანია. თითქოს სრულიად შეუსაბამოა იმ მელოდიასთან, რომელიც მას ფონად გასდევს. მაგრამ ეგ შეუსაბამობა რაღაცნაირად ძაან მელამაზება მე. აი თითქოს it’s beautiful chaos. ეგეთი ტრეკი აქვს Cure - Funeral Party და აი ზუსტად მაგ სახელივითაა მთელი Cure-იც - lyrics are a funeral but melody is a party. სიმღერის დროს რობერტი ძაან ხშირად იყენებს do-do-do-ებს ხოლმე, რაც იდეაში უდარდელობის და რაღაც მხიარულის გამოხატულება უნდა იყოს, მაგრამ რო უსმენ, აი იცი როგორი კადრი წარმოგიდგება თავში, რო რობერტი დგას თავისი სწრაფ-სწრაფად წასმული მაკიაჟით და თვალებიდან ცრემლები მოსდის, მაგარამ სიცილ-სიცილით მუშტებით იწმენდს ამ ცრემლებს და გეუბნება რო არაფერი არ ხდება და რო ძაან მაგრადაა. დაჟე ეგეთი სიმღერაც აქვს  Boys Don’t cry და მანდ არის ეგეთი ლაინი I tried to laugh about it hiding the tears in my eyes cause boys don’t cry. ჰოდა, ზუსტად მაგას შვება ეს ვითო უდარდელი do-do-do-ები - იმ ტკივილს და სევდას ფარავს, რასაც რობერტი ან მისი ლირიქსები ატარებს.

 

 


 

 

 

 

 

 

 

The Cure - მუსიკალური წამალი

 

Cure-ს რო ვუსმენ ხოლმე თავში ეგეთი კადრი წარმომიდგება სულ, რო რაღაც ბოთლიდან ვსვამ სითხეს, აი, როგორც ალისა სვამს რაღაცას “drink me” ბოთლიდან, ოღონდ ჩემს ბოთლს “Cure” ანუ “წამალი” აწერია. აი ეგეთი წამალივით ბენდია Cure. დაჟე მაგათ ადრე Easy Cure ერქვათ და მერე გადაარქვა სახელი რობერტმა. მარა ეგ ძველი სახელი ზუსტად ხსნის ჩემს განწყობა-დამოკიდებულებას. Cure-ის სიმღერები არის ძალიან easy საშუალოდ 3-4 წუთიანი cure. 

 

დაჟე მახსოვს ერთხელ ჩემ პონტში რაღაცნაირად ძაან ჩავიგრუზე რაღაც თემაზე. დამეწყო spiraling და მოკლედ რა მექნა, აღარ ვიცოდი. უცებ ჩემდა ბედად გამახსენდა, თავზე მარშალები რო მეკეთა და ტელეფონში Cure-ის ფლეილისთი რო მქონდა. ჰოდა, გავედი გარეთ ყურსასმენები გავიკეთე, წითელ მარლბოროს გავუკიდე და Cure-ის Inbetween Days ჩავრთე ბოლო ხმაზე. 2 წუთსა და 58 წამში ხოდზე ვიყავი. მოკლედ ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რო მართლა წამალივითაა ეს ბენდი რა. სხვების არ ვიცი, მარა ჩემთვის ეგრეა. 

 

ბოლოს ჩემს Cure-ის ფლეილისთს დაგიტოვებ Playlist ,2 რამის იმედი მაქვს. ერთი რო მოგინდეს ამ ბენდის დაcheck outება და მეორე იმ ადამიანს რო მოეწონოს ეს სტატია. იმედია, რომელიმე გამოვა. უი, ეს მესამე იმედია ყოფილა. ნუ მაშინ 3 რამის იმედი მქონია. ალბათ რომელიმე გამოვა.