WTF

თავს დამნაშავედ ნუ მაგრძნობინებ ისედაც რთულია გაზრდა

24 დეკემბერი 2021

მოკლედ ძალიან სუბიექტური უნდა ვიყო. ბლოგია და იმედია მეპატიება.


ალბათ ყველას გახსოვთ რა რთული იყო სკოლაში ე.წ. sexual blooming-ი. აი ის პერიოდი ბიჭებმა პორნოების ყურება რო დაიწყეს და გოგოებს მენსტრუაცია და ძუძუების გაზრდა დაგვეწყო. ბიჭები რო სკოლაში შესვენებებზე „ღადაობით“ განიხილავდნენ პორნოებს და საიტებს ასწავლიდნენ ერთმანეთს; გოგოები კიდე ტამპონი ქალიშვილობას აკარგვინებს თუ არა, მაგას ვარკვევდით. ხოდა აი მანდ იწყება, რაც იწყება. იბადება სექსუალური ბულერი.


თავს დამნაშავედ ნუ მაგრძნობინებ იმის გამო, რაც არ დამიშავებია. სტოკჰოლმის სინდრომი ისედაც „გენში“ გვაქვს. განსაკუთრებით ქართველ გოგოებს. ყველაფერი გარემოთი და მშობლებით იწყება. ეს რო ქნა, ის რას იფიქრებს და ეს რო ქნა, ის რას იფიქრებს ჩვენს ოჯახზე. ამ ორი მომაკვდინებელი ფრაზით გამოწვეულ ტრავმებს კი ჩვენ მთელი ცხოვრება ვდევნით ორგანიზმიდან და ეს ბლოგიც ამ უზარმაზარი პრობლემის პატარა, ვიწრო, კონკრეტულ ნაწილზეა ორიენტირებული. სექსუალური ბულინგი ანუ ვინ რას იფიქრებს შენს დელიკატურ, პირად და უსათუთეს საკითხზე - სექსზე.


ჯერ მოდი, პროსტა დაფიქრდი, რა აბსურდია შენს სექსუალურ საკითხებზე ვინმე რომ გედოცენტება. აი ვიღაცამ რომ შენზე უკეთ იცის რა გინდა, ხომ არ არსებობს არანაირი სისწორე ამაში?!


ეხლა იმაზე დაფიქრდი სად ვცხოვრობთ, თუ სექსი გაქ მაგაზე ბულინგი და ოჯახის ლოყების ხოკვა ვერ მოგვიგვარებია და ახალი ჩელენჯი დაამატეს - თუ სექსი არ გაქ, მაგაზეც ბულინგდები. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ძირითადად ნაცნობებისგან.


როგორ მოვიქცეთ? ეგეთ ადამიანებს, ვინც სხვისი შეიმით არის დაკავებული, რბილად რომ ვთქვათ ტოქსიკურ ადამიანებს, მოდი ვაღიაროთ, შენს ცხოვრებაში არაფერი ესაქმებათ. ხოდა, როგორც The Female & Male Hub-ში იტყოდნენ, ადექი და გააჯმეინე.


გააჯმეინე ყველას ვინც გასწავლის როდის უნდა დაკარგო ქალიშვილობა;


გააჯმეინე ყველას ვინც გეუბნება, რომ გეტყობა სექსი დიდი ხანია არ გქონია და ვეით ფორ ით, მარტო ამას კიარა, გირჩევს თან რომ აწი დროა;


გააჯმეინე ვინც ისე გექცევა, რომ გგონია ან ნუდები უნდა გაუგზავნო, ან დაგაპაშოლებს;


გაააჯმეინე ყველას ვინც გეუბნება, რომ უკვე დიდი ხარ და შვილი უნდა გააჩინო თორე საკვერცხეები გაგიფუჭდება;


გააჯმეინე ყველას ვინც გეუბნება, რომ უსექსობით ვაგინა შეგიხორცდება;


გააჯმეინე ყველას ვინც გეუბნება, რომ ეტყობა კაი კაცი არ გყოლია, თორე სექსი გეყვარებოდა და ა.შ.


და არამარტო ვინც შენ გეუბნება. თუ გაიგონებ, რომ მსგავსად ვინმე სხვას აშეიმინგებენ, მაგათაც გააჯმევინე. რადგან არ არსებობს უწყინარი ხუმრობა, რომელიც კომპლექსს გიყალიბებს. ეგეთი ხუმრობა, ბოროტი ხუმრობაა და ყველა ეგეთი ადამიანი, როგორც მინიმუმ, ტოქსიკურია. იმიტომ კიარა, რომ წახვალ და იმას გააკეთებ რასაც გეტყვის და უბედური იქნები, უბრალოდ თავისი პატარა ჭუჭუს/ფუჩუს კომპლექსის გამო რომ სხვის დაკომპლექსებას ცდილობენ, აი მაგიტომ.


შენ ხარ შენ! შენ გაქვს შენი მოთხოვნილებები! შენ გაქვს შენი სხეული და სრული კონტროლი შენს სხეულზე! შენ გაქვს შენი შინაგანი სამყარო, რომელსაც სხვა არ უნდა გააკარო და სანამ თავს დამნაშავედ იგრძნობ, დაფიქრდი, მართლა ლოგიკის დონემდე დაიყვანე და თუ იმ დასკვნამდე ვერ მიხვალ, რაც ამ ბლოგში ჩავაქსოვე, შეგიძლია პირადში მომწერო და დაგეხმარები.