როგორ უნდა დაიცვა შენი ხმა?

23 ოქტომბერი 2021

იმდენი არჩევნები ტარდება, პოლიტიკური ორომტრიალებით დაღლილს ჩემი არ იყოს შენც აგერეოდა სათვალავი, მაგრამ რა გინდა, რომ ქნა? ამ ქვეყანაში ცხოვრება და გაბრწყინეული იბერია, რომ გვინდა ხანდახან მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობებიც უნდა ვიტვირთოთ და თუ საჭირო გახდება ორჯერაც წავიდეთ არჩევნებზე.
 

ტელევიზორის პულტით ხელში წამოგორებულები წინ ვერ წავალთო, ჰო გაგიგია?

კარგი, გვერდზე გადავდოთ მომავლის ამბიციები და არჩვენების მეორე ტურისთვის შევემზადოთ.



როგორ შეგიძლია დაიცვა შენი ხმები, აწ უკვე მეორე თუ მეორასე არჩევნებზე?

არჩევნებზე  წაბოდიალებულს მთლად შენი ქრაშის Seen-ებზე ნუ დაიწყებ ფიქრს და ნურც შენი ამ ქვეყანაში ცხოვრებით გამოწვეულ ექსისტენციალურ კრიზისს ჩაუღრმავდები.


იყავი ყურადღებით და გაითვალისწინე :

საარჩევნო  უბანზე შესვლისას მარკირება ყველასთვის სავალდებულოა.
 

სამაგიდო სიაში ხელი შენი მონაცემების გასწვრივ უნდა მოაწერო.

დააკვირდი სამაგიდო სიას, ემანდ სადმე მინიშნებები და “შპარგალკები” არ დაგხვდეს.

აუცილებელია , ხელი რეგისტრატორმაც მოაწეროს.

ასევე , რეგისტრატორმა ხელი უნდა მოაწეროს ბიულეტინს (ან ბიულეტინებს) და დაარტყას ბეჭედი.

ბიულეტინი  არ უნდა იყოს დაზიანებული.

ბიულეტინზე კანდიდატი უნდა  შემოხაზო გარკვევით და შენი კრეატიულობა დაივიწყო ;)

კონვერტის ხელიდან ხელში გადაწოდება არ შეიძლებაო ჰო გაგიგია? თუ ეგ საპონზეა? ნუ, მოკლედ კონვერტი თავად უნდა აიღო. ალავერდები და ეგეთები დაივიწყე არჩევნებზე ;) 

100 ბიულეტინიც რომ გქონდეს გაპიწკინებული ერთ კონვერტში უნდა მოათავსო ;)  

ბიულეტინი კონვერტში ისე  უნდა მოათავსო, რომ მამაზეციერმაც ვერ ამოიღოს ხმების დათვლამდე ;)
და ეგრევე უნდა წამოხვიდე!

საარჩევნო უბანზე “ბირჟავიკობა” და 10 წლის უნახავ კლასელთან  კლასელების შეკრების დაგეგმვა სხვა დროისთვის გადადე.

 


სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა ამომრჩეველს არ აძლევს უფლებას გაასაჩივროს საარცევნო უბანზე არსებული დარღვევები, ამიტომ თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე დაირღვა, ან ბიულეტინები ვინმემ საარჩევნო უბნის გარეთ ჰაერში ააფრიალა, დარღვევის შესახებ აუცილებლად მიმართე იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აღნიშნულ ფაქტზე საჩივრის შეტანის უფლება აქვთ.

შეგიძლია  არჩევნების პორტალზე გამოაქვეყნო შენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა.

ასევე , მიმართო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (IT)

სამართლიანი  არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED)

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (GYLA)


გარდა ამისა, მოძრაობა “სირცხვილია” და “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის” ინიციატივით შექიმნა ვებგვერდი, სადაც ამომრჩევლებს საარჩევნო პერიოდში  შეუძლიათ ვებგვერდზე ატვირთონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ფოტო/ვიდეო მასალები.