როგორ გადავრჩეთ ლოტკინზე?

26 ივნისი 2022

თავის დროზე ლოტკინი ბულინგის კარგი მაპროვოცირებელი იყო. სკოლაში ლოტკინელობა ტეხავდა. თუ სახლამდე მისაღწევად მწვერვალები უნდა დაგეპყრო ანუ მთაში ცხოვრობდი და ოდნავ ჩამოთრეულიც იყავი. ახლა არ ვიცი ტეხავს თუ არა ( მოვიკვეთეთ ურბანული სნობიზმი ?)  მაგრამ მიუხედავად თინეიჯერობაში მიღებული ტრავმებისა ჩემი ლოტკინი ძალიან მიყვარს.

ლოტკინური Essentials - ანუ როგორ გადავრჩეთ ლოტკინზე?
 

არ ენდო მარშუტკის მძღოლებს
 

მარშუტკის ლოდინს ისევ ავტობუსის ლოდინი ჯობიაო, ჰო გაგიგია? თუ დრო თავზე საყრელად გაქვს შეგიძლია მარშუტკას მთელი ცხოვრება ელოდო და ბოლოს შეტენვის შანსსაც არ მოგცემს ისე ჩაგივლის.  ლოტკინის მძღოლები ძირითადად კონდინციონერთნ ვერ მეგობრობენ ჰოდა, მარაო ჩაიგდე დასანიავებლად. ( თუ ადგილს იპოვი )

ლოტკინზე არც დაბრუნებაა მარტივი. საღამო ჟამს ავტობუსში შეტენვის შეჯიბრები იმართება. სკამზე ტრაკის დადება კი არა ერთ ფეხზე თუ დადექი კაია. 11-ის მერე თუ ტაქსის ფული არ გექნება შეიძლება ვაგზალზე შემოგათენდეს. კონკიას გოგრად გადაქცევის ამბავი ჰო გახსოვს? აი, ეგ არის ლოტკინელობა და ისიც დაიმახსოვრე რო ტრანსპორტი ყველა ლოკაციამდე არ მიდის :)


გაეცალე უცხო კაცს
 

 

 

11-ის მერე როცა ტრანსპორტი თითქმის აღარ დადის. აი, მანდ შეიძლება ქუჩაში დაყუდებულს ( თუ გოგო ხარ )  რომელიმე 40 წელს გადაცილებული კაცი, ავტობუსების მარშრუტების შესახებ კითხვებით, მოგადგეს და ბოლოს ისიც გითხრას სად მიდიხარ ერთად წავიდეთო. ლაპარაკი არ გაუგრძელო! ან დატოვე დისლოკაციის ადგილი!

უფრთხილდი ძაღლებს

სამწუხაროდ ლოტკინი უპატრონო ძაღლების რაოდენობით მოწინავე რიგებშია. პირადად მე ჩანიშნული მაქვს ადგილები, რომლებზეც არაფრის დიდებით არ უნდა გავაირო. ლოტკინისკენ გზას რომ გამოუყვები ერთ ჯიბეში პურის ნაჭერი ჩაიგდე, მეორეში ლოცვების წიგნი - ბევრი თუ იქნებიან ლოცვის გაძლიერება რომ მოგიწიოს.

მოწყენილობას ლოტკინზეც უშველი
 

ზაფხულისთვის ლოტკინი ცუდი ლოკაცია არაა ;) ხან ზღვაზე გადაირბენ და სრულიად უფასოდ წამოგორდები სანაპიროზე, ხან Gino paradise - ისკენ აიღებ გეზს და 60 ლარად აკვაპარკში მთელი დღე იგუგუნებ. თუ ფოტოების გადაღება გიყვარს, “გარდენია შევარდნაძე” ინახულე შეიძლება საპროფილე ფოტოც გაგივარდეს.

P.S.: ლოტკინის ჰაერი შეგიძლია ღრმად ჩასუნთქო, რადგან ჰაერის დაბინძურების მხრივ ყველაზე სუფთა უბნებში იკავებს ადგილს.