როგორ დავკარგე ვაჟიშვილობა

17 იანვარი 2022

ქალიშვილობის დაკარგვის მრავალნაირი ისტორია შეიძლება მოისმინოთ. როგორ მოხდა ეს ქმართან, შეყვარებულთან, შემთხვევით გაცნობილ ტიპთან, კონტროლიორთან, მემანქანესთან ან ცხენიდან ჩამოვარდნის შედეგად. მამაკაცები ასეთი მრავალფეროვანი მონათხრობებით ვერ დავიკვეხნით. მართალია შეხვდებით ისეთებსაც, რომლებიც გეტყვიან ვაჟიშვილობა სამ ტაილანდელ ტყუპ დასთან დავკარგეო, მაგრამ სავარაუდოდ გატყუებენ. ჩვენ ყველას თითქმის ერთნაირი ისტორია გვაქვს, რადგან ქალებისთვის პირველი სექსი რაღაც განსაკუთრებულთან ასოცირდება, რომანტიკულ ღამესთან, სანთლის შუქზე მინაბულ სხეულებთან და ვნებასთან. ჩვენთვის, კაცებისთვის, პირველი სექსი სახდელი დაავადებასავითაა, რაც მალე მოიხდი მით უკეთესი შენთვის.
ეს მოხდა 1927 წლის გაზაფხულზე… არა ეს ბაბუაჩემისაა, არც ეს გვინდა, ეს გორბაჩოვის… აი ვიპოვე, ჰო, ეს მოხდა ზამთარში, ნუ შეიძლება ზამთარი არ იყო, მაგრამ ციოდა ან მე მაკანკალებდა უბრალოდ. ჰოდა იმას ვამბობ, რომ მე და ჩემმა ძმაკაცმა გადავწყვიტეთ აკრძალული ხის ნაყოფი გაგვესინჯა. გვინდოდა “მოვნათლულიყავით” და “გავკაცებულიყავით”. ჩვენს სახეებზე არსებული მუწუკების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ვინ რას მოგვცემდა. მოგვცემდნენ კი არა რამე არ წაერთმიათ… ჰოდა ერთადერთი ვარიანტი საროსკიპო იყო, ჩვენებურად ბორდელი. ლეგენდები გვქონდა გაგებული რამდენიმე ასეთ დაწესებულებაზე, ჰოდა ერთ-ერთი ავარჩიეთ, ფული იყო და გადავწყვიტეთ სკოლის შემდეგ, საღამო ჟამს მოგვეკიდა ხელი ამ საშვილიშვილო საქმისთვის… ნუ არა, ცუდი ფორმულირებაა, ხელს სულ ვკიდებდით, ახლა სხვას უნდა მოეკიდა. ბორდელი სასტუმრო აღმოჩნდა, რომელშიც ისე შევაბიჯეთ, როგორც დამნაშავეებით გატენილ ვესტერნულ ბარებში შედიან ხოლმე ჩმორი შერიფები. ჰოდა სექსუალურ პენუარებში გამოწყობილი ურცხვი დეიდების ნაცვლად უკუნი სიბნელე დაგვხვდა… შუქი არ იყო. საქართველოს ეკონომიკურმა განუვითარებლობამ ხელი შეუშალა ჩემს დავაჟკაცებას. თუმცა არ შევდრკით და მეორე დღეს დავბრუნდით, თან სახლში ვივარჯიშეთ.


ძმაკაცმა მითხრა, იქ ძვირი იქნება კონდომი და აფთიაქში ვიყიდოთო, მაგრამ ორი კაცი ხო არ შევიდოდით ახლა მაგ გასაოხრებლის საყიდლად და მე გარეთ დაველოდე. მერე ავედით ისევ იმ სასტუმროში, რომელსაც “ელდორადო” ჰქვია, ოქროს ქალაქი, თუმცა თავს კონკისტადორივით ნამდვილად არ ვგრძნობდი. უფრო მეგონა, რომ აქეთ უნდა დავეპყარი ვინმეს. შევედით და სჯობდა შუქი ისევ არ ყოფილიყო. არც სექსუალური პენუარები იყო და არც ლამაზი დეიდები შემოგვეხვივნენ. ეული სექსმუშაკები შეყუჟულიყვნენ ნომრებში. თავიდან უკან გამობრუნებაც კი გადავწყვიტე, თუმცა დაწყებული საქმე უნდა დაამთავრო კაცმა. ჰოდა ავარჩიე ორი შემოთავაზებული ვარიანტიდან ერთი, უფრო კარგი გარეგნობის მქონე, საკმაოდ ახალგაზრდა დეიდა და შევედით იქ, სადაც ჩემი ვაჟიშვილობა სამუდამოდ დავტოვე. ახალგაზრდა გოგო იყო, ასე 25 წლამდე. კარგი გარეგნობის, სავსე მკერდით და გრძელი შავი კულულებით. ლოგინზე წამოჯდა და გახდა დაიწყო. სანამ შემობრუნდა მე უკვე დედიშობილა ვიდექი მის წინაშე. მხოლოდ ტრუსი მეცვა და კონდომის შეკვრას ვეჩალიჩებოდი, რომ კბილით გამეხსნა. მოვიდა, გამოამრთვა, გახსნა და რაც შემდეგ მოხდა არ გაგაოცებთ. სტანდარტული სცენარით განვითარდა ყველაფერი. მუშურ-გლეხურ-მისიონერული და მისი ჯანი.
მეშინოდა თუ არა? ცოტას ვნერვიულობდი, შეიძლება ცოტაზე მეტსაც. მხოლოდ ქალები არ ნერვიულობენ ამ საბედისწერო ჟამს. მიუხედავად იმისა, რომ კაცს არც საქალწულე აპკი აქვს დასაკარგი და არც უბანში პატიოსანი ინდივიდის სახელი, ის მაინც ღელავს… ვაი და რამე ისე არ წავიდესო. ბოლოს და ბოლოს იქნებ არ ამიდგეს და შევრცხვეო… მერე ბიჭებში გავლა არ გინდა? დამთავრდება ცხოვრება. შეგარქმევენ მერე რაიმე მეტსახელს, რომელსაც ვერასოდეს მოიშორებ. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ დიდად არ ვნერვიულობდი ერექციის პრობლემებზე, სიმართლე გითხრათ, ისეთი ასაკია 14 წელი, როცა თვითონ ერექციაა პრობლემა. პირველად მედგა ასე ახლოს დედიშობილა ქალი და პირველად ვიცოდი, რომ სექსი უნდა მქონოდა. ისიც ვიცოდი,  ყველაფერი ისე აღარ იქნებოდა, როგორც იყო. ბავშვობა უნდა დასრულებულიყო.

 

თავიდან მოწიწებით ვეპყრობოდი. დამცავი გამიკეთა და დაწვა. მოდიო ხელით მანიშნა და მივედი. უკან დასახევი გზა მაინც არ იყო და რომც ყოფილიყო, აუცილებლად ჩავხერგავდი. თავიდან ჩვენი სხეულები არც კი ეხებოდა ერთმანეთს, თვითნ მომეხუტა. ცოტა არ იყოს ციოდა. მერე ზემოდან მომექცა. მერე მე გვერდიდან მოვექეცი და ნუ ერთმანეთს ისე მოვექეცით, როგორც უზრდელი ბიძიები და ბიცოლები ექცევიან ხოლმე არალეგალურ გერმანულ პორნოგრაფიებში. იმ განსხვავებით, რომ მე ხმა არ ამომიღია, აბა კვნესა და ოხვრა რა კაცის საქმეა. სახელი დამამახსოვრდა. ნათია ერქვა. შუა პროცესში მითხრა ნათია მქვიაო, იმ ტაქსისტივით იყო, მგზავრი რომ დაკავებულია და მაინც უნდა ესაუბროს, მაგრამ ისიც დაკავებული იყო. იმედი მაქვს იყო... ჩემთვის განკუთვნილი საათი სრულად ამოვწურე, ბოლო 10 წუთი ჩაცმას და საუბარს მოვუნდი. ნათიამ გადაივლო და ჩემთან ერთად გამოვიდა ოთახიდან.
დერეფანში უკვე მელოდა ჩემი ჩაცმული ძმაკაცი. ნათიას კი ორმოცდაათს მიტანებული, კაი გვარიანად მოსუქებული ტიპი, არც მთლად დაბანილი ჩემი ღრმა რწმენით. ჯერ ამ ტიპს გავხედე, მერე იმ ქალს, რომელთანაც ის მქონდა, რაც ამასაც უნდოდა და შემეცოდა ის ტიპიც, ნათიაც და ჩემი თავიც. მაგრამ დიდხანს არ მეცოდებოდა არც ერთი. წავედით რესტორანში და ხინკალს არაყი შევუფერეთ. 14 წლის კი ვიყავი, მაგრამ სმა სულ შეუძლია ქართველ კაცს. მეორე დღეს სკოლაში თავს ვიწონებდით წინა ღამის გმირობებით. სიმართლე ცოტა ტყუილში გავაზავეთ და უკვე დავაჟკაცებულები რჩევებს ვაძლევდით მომავალ კაცებს. გულის სიღრმეში კი ვგრძნობდი, რომ მაინც ისეთი ვიყავი როგორიც სექსამდე, არაფერი შეცვლილა, არანაირი მუტაცია ან ღვთაებრივი მეტამორფოზა. უბრალოდ მინუს სამოცდაათი ლარი და მეტი რისფექთი ძმა-ბიჭებში. ასეთი გახლდათ ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი საროსკიპოში. ხშირად მიფიქრია ნათიაზე. ვინ იყო ზოგადად, რას გრძნობდა მაშინ, ან სად არის ახლა, ქალი, რომელთანაც პირველი სექსი მქონდა, მაგრამ სადმე რომ შემხვდეს, ალბათ ვერც ვიცნობ.