WTF

ომის 41 დღე და იქვე საქართველოც

5 აპრილი 2022

საკუთარი თვალი და ინტერნეტი რომ გაქვს, დარგის ექსპერტი რატომ უნდა დაგჭირდეს? სანამ დარგის (რომელი დარგის?) ექსპერტები სამართლებრივ დასკვნას გაგვაცნობენ, საკუთარი თვალით ვხედავთ, რომ უკრაინაში ერთ თვეზე მეტია ომია. თანაც ომია მთელი თავისი სისასტიკით: კლავენ ბავშვებსა და მოხუცებს, აუპატიურებენ ქალებს, ცხედრებს ქუჩაში ტოვებენ, ანგრევენ ისტორიულ ძეგლებს და იპარავენ ყველაფერს. თუ დანარჩენი მსოფლიო უკიდურესად გააბრაზა და შეაშფოთა ამ ომმა, ჩვენ გაგვახსენა, მხრები ჩამოგვაშვებინა და ცხარე ცრემლით გვატირა. 

 

ერთი თვეა დღე ომით იწყება და სრულდება. დილით ბაირაქტარს ვლოცავთ, შუა დღეს ჯაველინს, საღამოს კი ამერიკასა და ბრიტანეთს ერთად. დიდი აურზაურია ყველგან. ახლა მოკლედ მოგიყვები რა ხდებოდა ამ ორმოცი დღის განმავლობაში ჩვენთან, უკრაინასა და რუსეთში. 

 

 

 

 

 

რა ხდება უკრაინაში? 

 

 

 

 

 

 

24 თებერვლის ღამე იყო, როდესაც პუტინმა სამხედრო მოქმედების დაწყების ბრძანება გასცა. ორ დღეში სასურველი სიტუაციის მოწყობა და კიევის ცენტრში მეორე რამზანის დასმა უნდოდა. არ გამოუვიდა. მიზნებს მაინც ჯიუტად არ შორდება, მაგრამ ახლა შემცირებული რესურსითაა და უფრო უძლურია, ვიდრე ორმოცი დღის წინ იყო.

 

მედიებში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის ოკუპანტების მიერ დაკავების შესახებ. თუმცა, ქალაქების რაღაც უბნების განთავისუფლებას უკრაინელები დროდადრო ახერხებენ. მარიუპოლსა და ხარკოვში ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად აღარ არსებობს, მაგრამ ძირითადი ქალაქები როგორც 24 თებერვლამდე, ახლაც უკრაინელებს ეკუთვნის. ყველას ქრაშის, ზელენკის მიხედვით უფრო და უფრო მეტი დროშა ფრიალებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

უკრაინაში ბევრი მშვიდობიანი მოქალქეა მოკლული, რაც რუსეთისგან არ გვაკვირვებს. ამ ომის დროს როგორ არჩევს ვინ ნაცისტია და ვინ ლიბერტარიანელი? როგორ ხვდება ვინ უნდა მოკლას და ვინ უნდა გაათავისუფლოს? მგონი ორი დღის წინ ყველამ სუნთქვა შევწყვიტეთ ბუჩადან ფოტოების ნახვის შემდეგ. ალბათ, სუნთქვას უკრაინის გამარჯვებამდე ვერც დავიწყებთ. ამას უყურებდე და არ გქონდეს სურვილი, რუსეთს შენც რამე დაუშავო, ალბათ მხოლოდ ირაკლი უნდა გერქვას. 

 

 

 

 

 

 

რუსეთს ვინ მოუგებს, ბიძი

 

 

 

 

 

McDonald’s-ი რომ რუსებს აღარ აქვთ, ეს უკვე გეცოდინებოდა. როგორ შეიძლება, ეს ამბავი გამოგრჩენოდა. შენობაზე თავის მიბმით ხომ ამხელა მსხვერპლი გაიღო მოსახლეობამ მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში. თუ გინდა მარტივად მიხვდე რუსეთის ბედს, ნებისმიერ რუსულ არხზე გადართე და ნახავ, როგორი გაცეცხლებულები არიან პროპაგანდისტები. რუსულის ცოდნა საჭირო არაა, სალავიოვს სახეზე აწერია რუსეთის ბედი. 

 

ვინ იგებს? მგონი, ამ აზარტის შენარჩუნება რთულია, როდესაც მრიუპოლსა და ხარკოვს უყურებ, მაგრამ მარტივი, როცა უკრაინელებს უყურებ. და ვის ჰყავს უძლეველი არმია? რუსეთს, რომელსაც ტანკებს ფერმერები პარავენ, სამხედროებს ღვეზელებით უწამლავენ და სამხედრო დრონებს კიტრის მწნილის ქილებით უნადგურებენ? ეჰ, როგორი სევდიანია, უძლეველი იმპერიიდან მხოლოდ ბოტოქსი და გაზი რომ დარჩა. 

 

რუსეთს ყოველ კვირა ახალ-ახალ სანქციებს უწესებენ: მილიარდერებს, მათ ოჯახს, კომპანიებს… ჩვენც დიდი ინტერესით ველოდებით მონის პატრონის დასანქცირებას. ბტნ ბიძინასათვის საქციები რეალური და კარგია. ამერიკის სენატი დიდი ხნის წინ ლაპარაკობდა ამაზე, ახლა კი ევროპელებშიც გაჩნდა ეს შესანიშნავი იდეა. 

 

ომის მსვლელობისას დანაკარგებზე დაზუსტებული ინფორმაცის მიღება რთულია. თუმცა, იმაზე სასიამოვნო საყურებელი არაფერია, ნაწილებად როგორაა გაფანტული რუსული სამხედრო ტანკი და თვითმფრინავი. 

 

 

 

 

 

რა ხდება მოლაპარებაზე?

 

 

 

 

 

მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, დანარჩენ მსოფლიოს - მოსკოვის. 

 

მოლაპარაკებებზე თან წინ მიდიან, თან ვერა. თითქოს რამდენიმე ქალაქიდან ჯარების გაყვანის პირობა დადეს, მაგრამ არ გაიყვანეს. სამაგიეროდ, უკრაინამ თავდაცვის ისეთი პირობები წამოაყენა, რომ თავისუფლებაც აირჩია და მშვიდობაც. ჯერ კიდევ წინა საუკუნის მიწურულს დავიწყეთ ორივე ქვეყანამ ნატოს კარზე ბრახუნი. კარი გაგვიღეს, მაგრამ ისე, რომ ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე, ვერც ერთი ვერ ვეტევით. 

 

პუტინსა და მის პროპაგანდისტებს მოლპარაკებები დიდად არ ხიბლავთ, ჩრდილს აყენებს რუსეთის დიდებულებასო. რომ ითქვას, პუტინს არც კონკრეტული პირობები არ აქვს, რომლის შესრულების შემდეგაც ცეცხლს შეწყვეტს. ისე, ეს ჩვენები რომ მიგვეგზავნა, წუთში დაალაგებდნენ თავისი პრაგმატულობით. თან რაღაცნაირად ესმით რუსეთის, ესენი ხომ მეგობრები არიან. 

 

 

 

 

 

 

საქარველოს პასუხები

 

 

 

 

სირცვილისგან კიდევ ერთხელ რომ აღარ დავიწვათ, ყურადღების გარეშე დავტოვოთ მთავრობის წინანდელი კომენტარები.

 

რა ხდება ჩვენთან? - კაი არაფერი. პრეზიდენტს სასამართლოთი ემუქრებიან, უკრაინის ელჩი უმუშევარი დავტოვეთ, ყველაფერი ნაციონალების ბრალია და სამხრეთ ოსეთს რუსეთთან შეერთება სურს. ბოლოთი რომ დავიწყოთ, ისე, რომელ ისტორიას სწავლობენ, ისტორიული სამშობლო რუსეთი რომ ჰგონიათ? სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ირწმუნება, ესაა ჩვენი მისია, რეფერენდუმს ჩავატარებთ და რუსეთს შევუერთდებითო, ისტორიულ სამშობლოსო. ალბათ, სიმონიანმა მიაწოდა კანდელაკის ავტორობით ისტორიის წიგნები ბიბილოვს. 

 

საქართველოში უმუშევრობის დონე მაღალია, ზელენსკიმ ამაზეც არ იფიქრა და კიდევ რამდენიმე უმუშევარი ადამიანი დაგვიმატა. მოკლედ, ელჩი გაიწვია, საბოლოოდ. სამთავრობო არხები კი თავად ელჩს აბრალებენ. აბა, ზელენსკიზე ცუდის თქმა რომ ცოტა უხერხულია, ამას მგონი მიხვდნენ. სამთავრობო მედიაში კიდევ ღარიბაშვილზე ცუდის თქმა არ მოსულა? კობახიძემ მანიპულატორული რიტორიკა გააგრძელა და თქვა, ჩვენ ვუფრთხილდებით უკრაინას, ის არ გვიფრთხილდებაო. სერგო ორჯონიკიძემ კი თქვა… უი, ორჯონიკიძე სხვა პარტიაში იყო, არადა ლოგიკური გაგრძელება იყო. 

 

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, საქართველო რუსული კონტრაბანდის გამტარებელი ქვეყანაა. ამ ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები ჯერ ჩვენ არ გვაქს. შეიძლება არც გვიკვირს, მაგრამ მაინც ძალიან არ მინდა ეს მართალი იყოს. მიუხედავად ამ ომში ქართული სახელმწიფოს უღირსობისა, მაინც გვიჭირს დაჯერაბა, რომ ჩვენს გზაზე ვატარებთ რუსულ ტყვიაწამალს, იარაღს, ვინ იცის აკრძალულსაც, იმ იარაღს, რომელიც შეიძლება 2008-შიც ჰქონდათ. 

 

ომის პარალელულად ჩვენთან კიდევ უფრო გააქტიურდნენ რუსეთის პროპაგანდისტები. კისერიც უტეხიათ, ძირითადად მაინც მხოლოდ რუსეთიდან უყურებენ. ის მაშფოთებს, თან მოძალადეებიც რომ არიან. ვიღაცები ძალიან დიდ რესურსს ხარჯავენ რუსეთის მორალური, კულტურული და ძალისმიერი უპირატესობის ჩვენთვის საჩვენებლად. არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ საუკუნეში რუსეთს უყურებდე და მოგწონდეს რასაც ხედავ. მოსწონთ და მოსწონდეთ, საითაც მიექანება რუსული გემი კი იციან ზეპირად და გამოთქმით.