
მომეწონა კოლექცია. დემნა დიდი ხნის წინაც მომწონდა. მერე რა, რომ 'პიდარასტია'. სამაგიეროდ, ქვეყანა გულწრფელად უყვარს. მის ამ გულწრფელობაზე ფიქრმა გადამაწყვეტინა, შუა გამოცდებში წიგნის გადადება და ამ კაცურ კაცსა და მის კოლექციაზე წერა.
ბიოგრაფიაც საინტერესოა. დაიბადა ღარიბი დიზაინერის ოჯახშ... აჰჰ. სოხუმელი ლტოლვილია. ძმასთან ერთად 90-იანების თბილისში იზრდებოდა. მერე გაიაზრა, რომ გეია და აღიარა. ბიძამისი უტრაკებდა. წავიდა ბელგიაში, ისწავლა დიზაინერობა. ძმაც მაგარი ჩათლახია, იესემელი გეგონება. დემნა დიზაინერია, გურამი აღმასრულებელი დირექტორი. ორივე გეი და ამაზე ყურადღებას კიდევ ბევრჯერ გავამახვილებ, თუ საჭირო იქნება. იძახეთ მერე პროპაგანდა პროპაგანდაო, არ მაქვს პრობლემა. დღეს დემნა 2 ბრენდის დიზაინერია, Vetements და Balenciaga. ისეთი ტანსაცმელი აქვს, რომლის გამოც ფეშენისტობა შიგნაკრავობა მეგონა კარგი ხანი.
ხოდა, არ ყოფილა ეგრე.
როდესაც იზრდები, ისეთი რაღაცებით ინტერესდები, რაც იქამდე არსებითად უმნიშვნელო გეგონა ან მისი არსებობის შესახებ საერთოდაც არც იცოდი. დემნამ, მე პირადად, სხვა კუთხით დამანახა მოდა. მოდაში ტანსაცმლის ნაწილი, უფროსწორად. ტრენდულობაზე აგებული ინდუსტრია მეგონა. ასეცაა, უბრალოდ თუ დემნა ხარ, თურმე შეგიძლია შენი ემოციები აქციო ტრენდად. ამიტომაა მაგარი კაცი.
ტანსაცმელზე წარწერა არ გაგიკეთებიათ მარკერით? ბოლო ზარის პერანგს არ ვგულისხმობ, თუმცაღა მაგის გაყიდვასაც აპირებს ეს ჩვენი კაცი.
მე კეპზე, მაისურზე და ა.შ. 22 მაწერია. That’s how I do it. ჩემი გამოხატვის შტრიხია. მერე სხვა აზრი მომივა და იმასაც სიამაყით აღვასრულებ. მამენტ, ფეხებზე მეკიდება, თუ ვინმე ვერ შეამჩნევს. ან თუ შეამჩნევს და ვერ გაიგებს. ჩემს ეგოს ვიკმაყოფილებ.
დემნაც იგივეს აკეთებს. ბოლო დროს მეტად თამამიცაა. მიღებულ პროდუქტს კი რიანა ყიდულობს 7000 დოლარად.
ვისაც ვკითხე, სიმახინჯე ეგონა ეს ბოლო კოლექცია. პროსტა ის უსწორდებოდათ, ჯორჯიას მაისურს ვიღაცეებისთვის მახინჯი, თუმცა ძაან გავლენიანი ბელა ჰადიდი რომ ჩაიცვამს. და ისიც, იდი ნა ხუი რუსულად რუსებისთვის რომ დააწერა.
მდიდარი რომ ვიყო, ჩავიცვამდი.
იმიტომ, რომ სისტემისთვის შეიძლება მეც მიზანში ვიყო.
იმიტომ, რომ რუსულ პოლიტიკას მეც იდი ნა ხუის ვეუბნები.
იმიტომ, რომ აფხაზეთი საქართველოა.
და იმიტომაც, რომ ჰუდიზე წარწერა ‘ტანსაცმელი’ იმ შრიფტითაა დაწერილი, ნატახტარს რომ ჰქონდა ადრე.
ბოლო ზარის პერანგი მეც მაქვს. 3 გილოცავ შე *ლეო აწერია.
მიხარია, რომ თავს არ იზღუდავს დემნა. მერე რა, რომ დიდი ისტორიის თუ ფასეულობების მქონე ბრენდშია. მიუხედავად იმისა, რომ მარჟიელას თუ რაცხა სვეცკობასაც აქვს მსგავსი ტანსაცმელი, მაინც უშვებს განსხვავებული იდეითა და საკუთარი სახელით.
ქანიე უესთი უსმენდა 2007 წელს დაფთ ფანქის სიმღერას. მოდი, გადავაკეთოთო. უთხრეს, რომ დაფთ ფანქის მუსიკა ხელშეუხებელი იყო. ქანიემ იკითხა, დაფთ ფანქი ვინ არისო.
ქანიე და დემნა ძმაკაცები არიან.
