აღმოაჩნე პროგრამისტი

30 მარტი 2022

პროფესიის არჩევა ბევრ საფიქრალს გვიჩენს ადამიანებს. თუ ბოლო დროს ხშირად გეფიქრება იმაზე თუ  “ვინ უნდა გამოხვიდე”  და რა აკეთო ცხოვრებაში, აღმოაჩინე  ახალი  პროფესიები იმიტომთან ერთად.
ამჯერად პროგრამისტი გიო ბარამიძის თვალით დანახულ მის პროფესიას გაეცანი და გაიგე ამ სფეროში რა გამოწვევები/ბენეფიტები აქვთ.

 

 

 

 

 


რა გულისხმობს პროგრამირება? 

 

 

 

 


პროგრამირება გულისხმობს კომპიუტერის ენის სწავლას. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ნებისმიერი პროგრამული ენა არის კომპიუტერთან საკომუნიკაციო საშუალება. პროგრამირება გვეხმარება პრობლემის აღწერაში კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე.

 

 

 

 

 


რა ტიპის პროექტებზე გიმუშავია ამ მიმართულებით? პროგრამირების რომელ ენებზე გიმუშავია? 

 

 

 

 

 


ჩემი ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე ბევრ სრულიად განსხვავებულ პროექტზე მიმუშავია. დავიწყე ვებსაიტების აწყობით დაახლოებით მეცხრე კლასში, შემდეგ გადავედი უფრო დაბალი დონის პროგრამულ ენებზე, როგორებიცაა C/C++/WinApi  და ვმუშაობდი Remote Desktop პროგრამაზე, რომელიც საშუალებას აძლევდა მომხმარებელს დისტანციურად ემართა კომპიუტერი. 

შემდეგ Reverse engineering-ი ვცადე, რაც გულისხმობს მანქანური ენის კითხვას, გაანალიზებას და ცვლილებას, ვმუშობდი პოკერის თამაშებზე, ვაანაზილებდი თუ როგორ აგზავნიდნენ მოცემულ ინფორმაციას, რომელი დაშიფრვის მეთოდებს იყენებდნენ, როგორ შეიძლებოდა ღილაკის დაჭერის სიმულაცია მოგვეხდინა და ა.შ. 

შემდეგ ონლაინ კაზინოში ვმუშაობდი, რომელიც მხოლოდ კრიპტოვალუტებს იღებდა. 4 თვის განმავლობაში ვეხმარებოდი ქართულ სტარტაპს, რომელიც ბრაუზერს ქმნის, შეექმნა პროტოტიპული პროგრამა C++ გამოყენებით და შეემოწმებინა რამდენად ჩქარი იქნებოდა თავის ნამდვილ პროდუქთან შედარებით.  ამჟამად კი ავტომატიზაციის მხრივ ვმუშაობ. მოცემული პროდუქტი საშუალებას აძლევს მომხმარებელს ავტომატურ რეჟიმში რუტინული სამუშაო კომპიუტერმა თავისი შეასრულოს. 

 

 

 

 


რა გზა გაიარე პროგრამისტობამდე?

 

 

 

 

 

 

 

 


პროგრამირება პატარა ასაკიდან დავიწყე, როცა ოპერაციის გამო გარეთ ვერ გავდიოდი, ამიტომ  სულ სახლში ყოფნა მიწევდა. ერთ-ერთ ფორუმზე პროგრამირების შესახებ ინფორმაციას გადავაწყდი და ცოტა მოკვლევის შემდეგ ძალიან დავინტერესდი. თავიდან ეს მხოლოდ გართობის მიზნით ხდებოდა, ძირითადად პირადი მოხმაბირს მიზნით ვქმნიდი მარტივ პროგრამებს, ასევე ვცდილობდი ონლაინ თამაშების დროს მომეხდინა რუტინული სამუშაოს ავტომატიზაცია, რადგან თამაშის დროს ერთი და იგივეს კეთება მომაბეზრებლად მეჩვენებოდა. როცა პროფესიის არჩევის დრო მოვიდა აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტად ეს მაინეტრესებდა და ჩავაბარე პროგრამირებაზე.

 

 


რას ურჩევდი პროგრამირებით დაინტერესებულებს

 

 

 

 

 

 

 

 


ვურჩევდი კარგად დაფიქრდნენ ღირს თუ არა ამ პროფესიის არჩევა. მესმის, რომ დღეს ეს სფერო პოპულარულია, თუმცა როგორც ყველაფერს, მასაც აქვს თავისი მინუსები. ისიც უნდა ითქვას, რომ პროგამირების სწავლებით არ წააგებენ და მხოლოდ გაიუმჯობესებენ გონებრივ შესაძლებლობებს.

ასევე შეუძლიათ ეს სფერო მხოლოდ part-time-ად აირჩიონ და მხოლოდ შემოსავლის წყაროდ გაიხადონ, სანამ მთავარი ინტერესი სხვა რამ იქნება. თუმცა ვისაც ეს პროფესია არჩეული აქვს ვურჩევ მუდმივად ადევნოს თვალი ახალ ტექნოლოგიებს, რადგან დღეს ყველაზე პოპულარული ტექნოლოგია შეიძლება ხვალ მეორეხარისხოვანი გახდეს. ასევე ეცადონ ბევრ სფეროს მოედონ, რადგან ბევრი ტექნოლოგიის ცოდნა დაეხმარება მათ დიდი სურათის დანახვაში და პრობლემის უფრო მარტივად მოგავრებაში.

 

 


ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მომავალმა პროგრამისტმა

 

 

 

 

 

 

 

 

 


უნდა იცოდეს, რომ კარგი პროგრამისტობა დიდ შრომას მოითხოვს.. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ამ სფეროში არის ყველაფერი ახლის მარტივად სწავლა და ათვისება.  არ არსებობს პროგრამისტი, რომელმაც ყველაფერი იცის - ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ ახალი ინფორმაციის მუდმივად მიღება ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია. 

 

 

 

 

 

 

 


როგორია საბაზრო ფასები - ანუ ამ პროფესიით გავმდიდრდები? $$

 

 

 

 

 

 

 

 


დღესდრეისობით ბაზარზე მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე მიწოდება. შესაბამისად ხელფასებიც მაღალია. პირადად მე მინახავს ვაკანსია, რომელშიც წლიურ ხელფასად 1 მლნ იყო მითითებული. დღევანდელი მონაცემებით ხელფასის ზედა ზღვარი დაუდგენელია, რადგან არაერთი ადამიანი არსებობს, რომელიც მილიონერი გახდა ამ პროფესიით.

 

თუ ციფრული სამყაროს სხვა განზომილებებიც გაინტერესებს, შეგიძლია სხვა ციფრულ-ოსტატთა ბლოგებიც გადაათვალიერო:

Product owner

NFT არტისტი

სქრამ მასტერი

ქოფირაითერი

სოც მედია მენეჯერი

UI/UX დიზაინერი

ედვერთაიზერი

გრაფიკული დიზაინი

მონაცემთა ვიზუალიზაცია

კონტენტ მეიქერი

Motion დიზაინერი

 

 


 

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის «ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება» ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ პუბლიკაციაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და შინაარსი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც დონორის პოზიცია და მოსაზრება.

The project is supported by the Georgian Center for Strategy and Development within the framework of the program «Enhancing the Capacity of Georgia in Preventing Violent Extremism and Radicalization». The program is implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs of the Kingdom of Norway. The content of any publication is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the donor organization.