OMG

აღმოაჩინე Motion დიზაინი

27 იანვარი 2022

თუ ბოლო დროს ხშირად ფიქრობ «ვინ უნდა გამოხვიდე?» ან ახალნდელი პროფესიით მთლად კმაყოფილი არ ხარ და გეფიქრება «რა მოხდებოდა, ვინმე სხვა რომ გამოსულიყავი?» გაეცანი Motion დიზაინერის თვალით დანახულ მის პროფესიას და ნახე ამ სფეროში რა გამოწვევები/ბენეფიტები აქვთ.

 

რა იცი, იქნებ საშენო სულაც არაა? ან პირიქით ;)

 

მოკლედ ჩამოჯექი, გვერდზე ყავაც მოიდგი (ცოტა საქმიანად, შენ ხომ რისერჩს აკეთებ) და მოუსმინე ლევან მანჯგალაძეს

 


სამუშაო გამოცდილება Motion Design-ის მიმართულებით

 


მოუშენ დიზაინერად მუშაობა 2018 წელს დავიწყე. თავდაპირველად ვმუშაობდი ფრილანს პროექტებზე დაახლოებით წელიწად ნახევარი, ხოლო შემდეგ მოსაბეზრებელი გახდა ერთ ადგილას ჯდომა და გადავწყვიტე გუნდში გამომეცადა საკუთარი თავი. 2021 წელს დავიწყე დემოკრატიის ლაბორატორიის გუნდში მუშაობა, წელს ასევე შევუერთი პროფესიონალი დიზაინერებით დატვირთულ გუნდს ვებიზის თიმში. 

 


რა ტიპის პროექტებზე გიმუშავია ?

 


მიმუშავია როგორც 2D (ორ განზომილებიანი) ასევე 3D (სამ განზომილებიანი) ვიდეოების ანიმაციაზე. 

2D ანიმაციები მრავალფეროვანია და შეილება მოიცავდეს როგორც სურათების ამოძრავებას (ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მიმდინარეობაა შავ-თეთრი სურათების ანიმირება), ასევე გრაფიკული ვიზუალების ანიმირებას. 

სწორი ხმის ეფექტებით შესაძლებელია მარტივი ობიექტების მოძრაობის ხელოვნების ნიმუშად ქცევა.


 

რა არის Motion Design ?

 


Motion დიზაინი არის დიზაინის, სტატიკური ვიზუალის, სურათის, გრაფიკული ნამუშევრის, ან 3D ვიზუალის ანიმაცია.

 


რას მოიცავს ეს პროფესია?

 


პროფესიას აქვს ინდივიდუალური აღქმა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს გააჩნიათ ინტერესი რომ გაიგონ, ისწავლონ მეტი და აქვთ განსხვავებული პროგრამის მიმართ ინტერესი. შესაბამისად, ამ კითხვას სუბიექტურად ვუპასუხებ.

ჩემთვის მოუშენ დიზაინი მოიცავს ხმის და ვიზუალური ნაწილის იდეალურ შერწყმას. ამის გარეშე ძალიან რთულია შექმნა პროექტი რომლითაც იამაყებ. ვიზუალი, რომელსაც ანიმაციაში იყენებ შეილება იყოს განსხვავებული სტილის, ფორმის, მეტად ან ნაკლებად დეტალური, მაგრამ მთავარია გქონდეს იდეა. იდეა ყოველთვის იმარჯვებს. იდეის ჩამოყალიბების შემდეგ იწყება ტექნიკური ნაწილი. კარგი იდეის მეშვეობით შესაძლებელია ნაკლებად ტექნიკურად გამართული ანიმაციის გაუმჯობესება, რადგან თუ კი მომხმარებელი აზრს დაინახავს მოუშენში, ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ტექნიკურ ნაწილს. 

 


რა პროგრამებში მუშაობის გამოცდილება გაქვს ?

 


2D ანიმაციისთვის after effects, toonboom-სა და photoshop-ს ვიყენებ. 3D მიმართულებით კი blender-ში ვმუშაობ.

 


რა გზა გაიარე მოუშენ დიზაინერობამდე? 

 


ბავშვობაში მიყვარდა ხატვა, დედაჩემიც მხატვარია და ხელს მიწყობდა ამ ნიჭის განვითარებაში, მათ შორის კარიერული კუთხითაც. 

ბოლო კლასში ყოფნისას ალბათ თითქმის ყველა სფერო მაინტერესებდა, ყველა პროფესიის შესახებ მეტის გაგებას ვცდილობდი, ერთი პერიოდი მენეჯერობასაც კი ვაპირებდი, შემდეგ აღმოვაჩინე “ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია”, სადაც რამდენიმე კურსი გავიარე. აქედან პირველი ვებ დეველოპმენტის კურსი იყო, რომელიც დიზაინის ელემენტებსაც მოიცავდა. უცნაურია, მაგრამ სწორედ ეს გახდა ჩემი მიმართულების შეცვლის მიზეზი. აქედან დავინტერესდი დიზაინით და კურსის დასრულებისას დიზაინერის წოდებაც მივიღე. მოგვიანებით მივხვდი, რომ ვიზუალების ამოძრავება კიდევ უფრო მაინტერესებდა და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი, როგორც მოუშენ დიზაინერის კარიერა. ამ შემთხვევაში სწავლას ონლაინ რესურსების გამოყენებით შევუდექი. 

 


რას ურჩევდი მოუშენ დიზაინით დაინტერესებულებს ?
 


ზოგადად მოუშენის პროგრამები საკმაოდ კომპლექსურია, რადგან მათი გამოყენება სხვადასხვანაირად შეიძლება. შესაბამისად პროგრამის სწავლა ინტერაქციების მეშვეობით შესაძლოა გაურთულდეთ მოუშენით დაინტერესებულ ადამიანებს, ამიტომ ჯობია რაღაც კონკრეტული იდეით დაიწყოთ პროგრამებში მუშაობა. ჯერ მოიფიქრეთ ანიმაციის იდეა, ხოლო შემდეგ ონლაინ რესურსების მეშვეობით (ძირითადად youtube-ის) შეძლებთ ამ იდეის ანიმაციად ქცევას. თან უკვე გეცოდინებათ რა გჭირდებათ და შესაბამის რესურსებს მოიძიებთ.

 


ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მომავალმა მოუშენ დიზაინერმა

 


არ არსებობს ვიზუალი, ანიმაცია და არც ერთი ციფრული პროდუქტი, რომლის გაუმჯობესებაც არ შეიძლება! (მთავარია შენ იცოდე რამდენად გიღირს გარკვეული დროის დახარჯვა კონკრეტულ რაღაცაზე). 

Always name your layers! 


 

როგორია საბაზრო ფასები - ანუ ამ პროფესიით გავმდიდრდები?

 


ინტერნეტში საკმაოდ ბევრი რესურსია, სადაც შესაძლებელია შენს მიერ შექმნილი პროექტი ატვირთო და პერიოდულად ხალხმა შეიძინოს. შესაბამისად ყველა შენს მიერ შექმნილი პროდუქტით შესაძლებელია თანხის შოვნა. რაც შეეხება ხელფასს, ხელფასსაც ინდივიდუალური განხრა აქვს და შენს სკილებზე და ტექნიკურ ცოდნაზეა დამოკიდებული.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოუშენ დიზაინერის ხელფასი შეიძლება მერყეობდეს 2-5K ლარს შორის.


 

რას იყენებ ხოლმე ინსპირაციისთვის


გვერდები, ჩენელები, საიტები - anything and everything that inspires you

 

ინსპირაციისთვის ვიყენებ ბიჰენსს, დრიბლს და იუთუბ ჩენელებს: აგერ ერთი, აგერ მეორე.

 

თუ მაინც და მაინც გაიჭედე: ესეც გქონდეს ;)

 

 

 

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ პუბლიკაციაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და შინაარსი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც დონორის პოზიცია და მოსაზრება.

The project is supported by the Georgian Center for Strategy and Development within the framework of the program “Enhancing the Capacity of Georgia in Preventing Violent Extremism and Radicalization”. The program is implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs of the Kingdom of Norway. The content of any publication is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the donor organization.