5 ეიფორია, რომელიც Euphoria-მ გამიჩინა

12 იანვარი 2022

სანამ ქართველებმა გადმოწერეს და ატვირთეს ვერ მოვითმინე და რაღაც  უცხოურ საიტზე, აქამდე რომ არასოდეს შემიყნოსავს, ეიფორიული პერსონაჟების ახალ დრამებს გადავაწყდი.

Warning!!!! თუ ჩემსავით სულსწრაფობით არ გამოირჩევი და ჯერ შენ თვალებს არ უხილავს ახალი სეზონის პირველი სერია და არც სული აგფორიაქებია სდექ! მერე კომენტარებში რომ არ მაგინო ;)


პირველი ეიფორია - ფესკოს ბექსთორი

ასე, უბრალოდ არავინ ხდება Drug დილერიო გვითხრა Euphoria-ს სულის ჩამდგმელმა სემ ლევინსონმა და უცებ წარსულში გადაგვისროლა, სადაც ფესკოს უთესლესი ბებია იჩითება და  სტრიპტიზ კლუბის ერთ-ერთ ოთახში სიამოვნებისგან განაბულ კაცს მუხლებს უხვრეტს. წამით ვიფიქრე, ეს რა ჩავრთე და სად ვარ მეთქი, მაგრამ მანქანაში დაბრუნებული ქალი ჭორფლიან და თვალდალილავებულ  ბიჭს რომ მიუჯდა გვერდით, მანდ გამინათდა.

 

დიახ, ორი დახვრეტილი მუხლი ფესკოს ჩალურჯებული თვალის სანაცვლოდ. 


მეორე ეიფორია - მედის მაგრად ეფსია

ეიფორიაში იცი რა მომწონს? აჩქარებულ გულს ოდნავ რომ მიაყუჩებ და რამდენიმე წუთში ახალი ვნებათაღელვა გეფეთება. მეორე ეიფორია მაშინ მეტაკა აბაზანაში დამალულ კესის ტელეფონი რომ აუზუზუნდა. სიმართლე, რომ გითხრა მინდოდა მედის გამოეჭირა თავისი Soulmate მის ყოფილთან სექსში, მაგრამ  მგონია რომ სერიალის ყველა პერსონაჟის ყველა ქმედება თავიანთი მენტალური ჯანმრთელობიდან გამომდინარეობს და სადღაც ეიფორიებს მიღმა სხვა დიდი ეიფორიები იმალება - რეალური მიზეზები. 

 

მესამე ეიფორია - რუს გულისცემა

ჩემი შემდეგი ეიფორია მაშინ მეწვია, როცა რუმ საკუჭნაოში რაღაც ნარკოტიკი გაიყნოსა და გული წუთში 57 ჯერ უცემდა. წამით ვიფიქრე, რომ შემდეგ კადრში საავადმყოფოს პალატაში მწოლიარე რუ შემრჩებოდა, მაგრამ შევცდი, თუმცა არ ვიცი, ყოველთვის შევცდები? ეიფორიაში კიდევ იცი რა მომწონს? ლამაზ ფერებში დახატული დრამატული სიუჟეტების მიუხედავად არაფერია რომანტიზებული და ზუსტად ის რეალური შედეგები დგება, რომლისთვისაც ყოველთვის ღირს დაფიქრება.


მეოთხე ეიფორია - “The night you left”

რუს და ჯულსის შეხვედრამ რომ ეიფორიაში გადამაგდო არ გაგიკვირდება, მაგრამ ყველაზე მეტად მათი დიალოგის ერთი ნაწილი ჩამწვდა და ცოტა თვალებიც ამიმღვრია.
Jules : When did you relapse?

Rue: The night you left

ამ სერიის ნათელ წერტილად შეიძლება მათი შერიგება ჩაითვალოს, მაგრამ რამდენად ჯანსაღია მათი ურთიერთობა? რუ თითქოს ნარკოტიკს ჯულსით ანაცვლებს და პირიქით, ჯულსს ნარკოტიკით. ორივეს აქვს პრობლემები, რომლებიც საკუთარ თავთან უნდა გადაჭრან, ამიტომ მგონია რომ ჯერ საკუთარი თავები უნდა “გადაარჩინონ” და შემდეგ მათი ურთიერთობა.
 


მეხუთე ეიფორია - ფესკოს პირობა

არ მოგატყუებ და გეტყვი, რომ საერთოდ არ მახსოვდა რატომ უთხრა ფესკომ ნეითს მოგკლავო, მაგრამ მერე დამილინკეს და მოვედი გონს.

ძალადობის წინააღმდეგი კი ვარ, მაგრამ მაინც გამისწორდა და სულ პირზეხელაფარებლი ვუყურებდი  როგორ ჩა***********ა ფესკომ ნეითი. ოდესმე ნეითსაც ჰო უნდა მოხვედროდა სიფათში?  თან ის საწყალი ბიჭი გამახსენდა ნეითმა რომ დააბრმავა და ისიც ამომიტივტივდა ნეითის დასმენით ფეზის მემკვიდრეობით მიღებული ოჯახური ბიზნესი რომ საფრთხის წინაშე დააყენა.

ჰოდა, Karma is a bitch ძმაოოო :)