OMG

2022 წლამდე სანახავი ფილმები

21 დეკემბერი 2021

სანამ  კევინ მაკალისტერის დაზეპირებულ ოინოებს მეასედ უყურებ და საახალწლო კლასიკები მიიპყრობს  შენს ყურადღებას, დარწმუნებული ვარ 2021-ის რაღაც ფილმები გამოგრჩებოდა.

ჰოდა, ეს ჩვენი 2021 ფილმებით დახუნძლული წელი იყო და  მე დაგეხმარები არაფერი რომ არ გამოეპაროს შენს ცხნობისმოყვარე თვალებს ;)



The French dispatch


უეს ანდერსონის კომედიური დრამა საფრანგეთის გამოგონილ ქალაქში ვითარდება. ფილმის სტრუქტურა ჟურნალის ნომერს ჰგავს და ერთმანეთის მიყოლებით გვიყვება სამ ისტორიას. თვალს მოკრავ ტიმოთი შალამეს, ტილდა სუინტონს, ელიზაბეტ მოსს, ფრენსის მაკდორმანდს და სხვა ჰოლივიდის ვარსკვლავებს. 

 


Dune

ტიმოთი  შალამეს ნახვა არც აქ გაწყენდა თან ზენდაიას უჟუჟუნებს თვალებს ;) მართალია ჩვენი ამერიკელი ლამაზმანი 155 წუთიან ფილმში სულ რაღაც 7 წუთით ჩნდება, მაგრამ მარტო ზენდაია კი არ არის სანახავი. 
ფრენკ ჰერბერტის რომანის მიხედვით გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკა  არც ერთი წამით არ მოგადუნებს და ეპიკური სცენებით დაგატკბობს.



House of Gucci

რიდლი სკოტის ფილმი სარა გრეი ფორდენის ნოველის მიხედვითაა გადაღებული და ლეგენდარული გუჩის ოჯახის ნამდვილ ისტორიას გვიყვება.
პატრიცია  რეჯიანის როლს ლედი გაგა თამაშობს, მაურიციო გუჩის როლში კი ადამ დრაივერი გვევლინება, თუმცა ეს ჯერ ვარსკვლავური სიის დასაწყისია. ფილმში ალ პაჩინოს, სალმა ჰაიეკს და ჩასუქებულ ჯარედ ლეტოსაც იხილავ.

 


Spider-man: No way home

შინიდან შორსაა თუ სახლიდან შორს ჯერ ვერ დადგინდა, მაგრამ ფილმების Spider-man: Homecoming (2017) და Spider-man: Far from home (2019) გაგრძელება, “სპაიდერმენი: სახლისკენ გზა არ არის” მსოფლიო კინოეკრანებზე გამოიჭიმა. სპაიდერმენის ვინაობა უკვე ყველამ იცის, ჩვენი ტომ ჰოლანდი კი დასახმარებლად დოქტორ სტრეინჯს მიაკითხავს.
სპაიდერმენის საოცარ თავგადასავალს რომ თავი დავანებოთ ბოლო ბოლო ვარსკვლავურ წყვილს, შეყვრებულ  ტომ ჰოლანდს და ზენდაიას იხილავ.



Eternals

მარველის ფანების ჯერიც დადგა. მარველის სამყაროში საუკუნეების მანძილზე საიდუმლოდ მცხოვრები უცხოპლანეტელები დღის სინათლეზე ჩნდებიან და Avengers: Endgame-ის მოვლენების შემდეგ საერთო მტრის - დევიანტების წინააღმდეგ ერთიანდებიან. მოკლედ  სამყაროს გადასარჩენად მაგარი ამბები იწევა. თან ქასთს ჯემა ჩანი, ანჯელინა ჯოლი, სალმა ჰაიეკი, კიტ ჰარინგტონი, რიჩარდ მადენი და სხვა მხეცი მსახიობები ამშვენებნ. მოკლედ სანახავია რაა ;)


The matrix resurrections

სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს ამ წელს გაუმართალთ ;) მოკლედ ბევრი იჭორავეს თუ ცოტა, ჭორები გამართლდა და 23 დეკემბერს ლანა უაჩოვსკის  ფილმს “მატრიცა 4: გამოცოცხლებას”  ვიხილავთ.
2020 წელს გადაღებები ვერაგი პანდემიის გამო შეჩერდა, მაგრამ დაადგა საშველი და  18 წლის მერე  კიანუ რივზს და კერი-ენ მოსს დიდ ეკრანებზე კიდევ ვიხილავთ.



Westside story 

მართალია, სტივენ სპილბერგის West side story ძველ ვერსიას ვერც შეედრება და ტონის როლის შემსრულებელიც (ენსელ ელგორტი) დიდი უემოციო ვინმე და ნამდვილი  მკვდარზე ვენოკია, მაგრამ ფერად-ფერადი მოშრიალე კოსტიუმების და ცეკვის საოცარი სცენების უნახავად დატოვება ნამდვილად არ შეიძლება. ულამაზესი მელოდიები ხო ცალკე სიამოვნებაა. თან ამ ვერსიაში რამდენიმე ახალი და საინტერესო სცენაა დამატებული. მართალია, ფილმი თითქმის 3 საათი გრძელდება, მაგრამ გირჩევ, აუცილებლად კინოთატრში ნახო. 


მოკლედ აგერ სია და აგერ შენ. 2022 წლამდე მოსასწრებია ისე რო იცოდე ;)